ქართული სოკო

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
579 05 04 58

სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-18:00

მთავარი / კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი

1. რა გამოცდილება მჭირდება სოკოს მოსაყვანად და რა ასაკის უნდა ვიყო?

   თქვენ არ გჭირდებათ გამოცდილება სოკოს მოყვანის შესასწავლად. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და დამოკიდებულია თქვენს შრომისუნარიანობაზე. ქალბატონებს და ბატონებს 18 წლის ასაკიდან შეგიძლიათ მოგვმართოთ და შექმნათ სოკოს მოყვანის მეურნეობა. ჩვენი პოფესიული გადამზადების ცენტრში, თქვენ 3 დღის განმავლობაში შეისწავლით სოკოს მოყვანას,ჩვენს მიერ წარმოებული ნედლეულის-კომპოსტის ბრიკეტების გამოყენებით.ხოლო მათ, ვისაც სოკოს წარმოების გამოცდილება აქვთ, მაინც ვურჩევთ გაიარონ გადამზადება ჩვენს ცენტრში.

2. რა ვადა ჭირდება სოკოს მოყვანის შესწავლას და რა ღირს პროფესიის შესწავლა?

   სოკოს მოყვანის შესასწავლად განკუთვნილია 3 დღიანი კურსი. კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ სერთიფიკატი და გექნებათ საშუალება შემდგომშიც მიიღოთ კონსულტაცია და დახმარება ჩვენი სპეციალისტებისაგან. სოკოს მოყვანის შესწავლის 3 დღიანი კურსი უფასოა.კონსულტაცია კონკრეტულად თქვენი საკუთარი სათავსოს დაპროექტებაში, რათა იქ მოეწყოს სოკოს საწარმო - უფასოა. გადამზადების ცენტრი მდებარეობს სოფელ ქსანში. (მცხეთის რაიონი). სწავლის პერიოდის განმავლობაში, თქვენი სურვილის შესაბამისად შემოგთავაზებენ საცხოვრებელ პირობებს და კვებას. კურსის წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ სერთიფიკატს. იგივე კურსის გამეორებით გავლის სურვილის შემთხვევაში, იმისათვის რომ მიიღოთ სერთიფიკატი, გადამზადების ღირებულებაა 230 ლარი.

3. როგორ შენობაში იზრდება სოკო და რამდენი უნდა იყოს საწარმო ოთახის ფართი?

   საუკეთესო ადგილი სოკოს მოყვანისათვის არის სარდაფი და ნახევარსარდაფი. თუმცა სოკოს გაზრდა შესაძლებელია ნებისმიერ მიწისზედა ნაგებობაში ან ოთახში, სადაც შესაძლებელია 21 გრადუსი ტემპერატურის დაჭერა. (საფრივნელე, ფარდული, ავტოფარეხი, სათბური და ა.შ.) სოკოს მოყვანისათვის გამოდგება ფართი მინიმუმ 10 კვადრატული მეტრიდან 100 კვადრატულ მეტრამდე.ჩვენ გირჩევთ, სოკო მოიყვანოთ 2 დამოუკიდებელ ოთახში, რათა უზრუნველყოთ სოკოს მოსავლის და რეალიზაციის თანაბარი რაოდენობა მთელი თვის განმავლობაში.

4. მსურს სოკოს მოყვანა. ვცხოვრობ ქალაქ თბილისის გარეუბანში საკუთარ სახლში. მაქვს 20 კვ.მ. ფართის სარდაფი. შევძლებ თუ არა სოკოს მოყვანას და რამდენი კგ სოკო შეიძლება მოვიყვანო ამ ფართობში?

   სოკოს მოყვანა შესაძლებელია მთელი წლის (12 თვის) განმავლობაში. 20 კვ.მეტრ ფართობზე თქვენ შეძლებთ განათავსოთ 40 ცალი სოკოს ბრიკეტი. 5 -7 დღის შემდეგ, ბრიკეტები მოგცემთ პირველ მოსავალს. მოსავლის მოკრეფა გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. სულ 20 კვ.მეტრ ფართობში შეაძლებელია 240 კილოგრამი სოკოს მოყვანა. წელიწადში შესაძლებელია მოიყვანოთ 2880 კგ სოკო.

5. სად შევიძინო თქვენი პროდუქტი ?

   სოკოს ბრიკეტების შეძენა შესაძლებელია ჩვენი კომპანიის სარეალიზაციო წერტილებში. რომლებიც განთავსებული იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მსხვილ ქალაქებში და რაიონულ ცენტრებში. (მისამართების სია მალე გამოქვეყნდება) აგრეთვე შესაძლებელი იქნება შეკვეთების განთავსება ტელეფონით და კომპოსტის ბრიკეტების გამოწერა თქვენს მისამართზე (სახლში მოტანით). ამ შემთხვევაში ბრიკეტების ღირებულებას დაემატება სახლში მოტანის საფასური.

6. რამდენი შემოსავალი შეიძლება მივიღო სოკოს მოყვანით?

   შემოსავლის მოცულობა დამოკიდებულია სოკოს რაოდენობაზე, რომელსაც თქვენ მოიყვანთ და რა ფასად შეძლებთ სოკოს რეალიზაციას. ჩვენი ვარაუდით 20 კვ.მეტრი ფართობში სოკოს მოყვანის შედეგად თქვენ შეძლებთ მიიღოთ საშუალოდ 600 ლარი შემოსავალი თვეში. მნიშვნელოვანია, თქვნვე მონახოთ მოყვანილი სოკოს რეალიზაციის გზა და შეეცადოთ არ ისარგებლოთ შუამავალი გადამყიდველების მომსახურეობით.

7. როგორ გავყიდო მოყვანილი სოკო?

   სოკო მაღალი მოთხოვნით სარგებლობს და ფართოდ გამოიყენება ქართულ სამზარულოში. შესაბამისად მოთხოვნა სოკოზე დიდია და შესაძლებელია, რომ სოკო იყიდებოდეს სურსათის რეალიზაციის ყველა წერტილში, აგრეთვე საზოგადოებრივი კვების ობიექტზე. მნიშვნელოვანია, რომ ფასის მხრივ თქვენ დაზღვეული ხართ და კონკურენციის არ გეშინიათ, რამეთუ წლის ნებისმიერ მომოენტში, თქვენი სოკოს თვითღირებულება, სოკოს საბაზრო ფასის ნახევარი იქნება. გაიხსენეთ, თუ რამდენი სურსათის მაღაზია, ხილ-ბოსტნეულის ბაზარი, ღვეზელების საცხობი, სასადილო, სარიტუალო დარბაზი და რესტორანი არის თვენი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ, სადაც თქვენ შეძლებთ რომ მიხვიდეთ და მოელაპარაკოთ სოკოთი მომარაგებაზე. დაფიქრდით, რამდენი სოკოს რეალიზაციას მოახერხებთ უშუალოდ თქვენი საწარმოდან ნაცნობ-მეზობლებზე, შეძლებთ თუ არა სოკო დაალაგოთ გასაყიდად ახლომდებარე გზის პირას, სადაც ავტომანქანების მოძრაობის დიდი ნაკადია. გაიანგარიშეთ, სულ რამდენი კილოგრამი სოკოს რეალიზაციას მოახერხებთ ყოველკვირეულად. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება დაიწყოთ სოკოს მოყვანა და დაგვიკავშირდით, რომ ერთად დავგეგმოთ თქვენი საწარმო.

8. შეძლებთ თუ არა დაგვეხმაროთ პროდუქციის რეალიზაციაში?

   მოყვანილი სოკოს რეალიზაცია თქვენი საქმეა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნი იფორმაცია მოგაწოდით, რათა თავი აარიდოთ მოყვანილი სოკოს რეალიზაციის პრობლემებს. - გითხრათ სოკოს და სოკოს ბრიკეტის ფასები მოსალოდნელი ფასები მომავალი პერიოდისათვის. - მოგაწოდოთ ინფორმაცია რამდენი საწარმო მუშაობს და რა რაოდონობის სოკო მოყავთ თქვენს სიახლოვეში 10 კილომეტრის რადიუსში და თქვენს რაიონში. - დაგაკავშიროთ სოკოს საბითუმო რეალიზატორებთან მთელი საქართველოს მაშტაბით, ვინც შეისყიდის თქვენგან სოკოს, შემდგომი გაყიდვის მიზნით. - ორგანიზება გავუკეთოთ სოკოს ჩაბარებას საკონსერვო ქარხნებში - შეგასწავლოთ სოკოს გაშრობა-დაჩირება, დაკონსერვება ოჯახის პირობებში. გაითვალისწინეთ, რომ სოკოს გასაყიდი ფასი საბითუმო რეალიზატორებზე 2 ლარი/კგ უფრო დაბალია ვიდრე საბაზრო ფასი, ხოლო საკონსერვო ქარხნები ჩვენი ვარაუდით სოკოს შეიძენენ მხოლოდ 2,20 ლარი/კგ ფასად.

9. რა ოდენობის საწყისი თანხა დამჭირდება რომ დავიწყო სოკოს მოყვანა ?

   თანხის მოცულობა დამოკიდებულია თქვენი მეურნეობის ზომაზე. ჩვენი ვარაუდით 20 კვადტატულ მეტრზე განთავსებულ საწარმოს სამუშაოდ (ბრიკეტის შეასძენად) დასჭირდება 600 ლარი და დამატებით, ოთახის მოსაწყობად 200 ლარი.

10. არსებობს თუ არა ჩვენი მოყვანილი სოკოთი მოწამვლის საშიშროება?

   თქვენს საწარმოში მოყვანილი სოკო სრულიად უსაფრთხოა. რამეთუ სათესლე მასალა და სოკოს ჯიში რომელსაც თქვენ მოიყვანთ მოწოდებული იქნება სერტიფიცირებული საწარმოდან.ყველა ნედლეული, რომელიც გამოყენებულია ბრიკეტის წარმოებისათვის ადგილობრივი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია ოჯახურ საწარმოში მოყვანილი სოკო, მხოლოდ ერთი განსაზღვრული ჯიშისაა ასეთ საწარმოში მოყვანილი სოკოთი მოწამვლა შეუძლებელია!

11. რამდენად უსაფრთხოა ფერმერის ჯანმრთელობისათვის სოკოს მოყვანა და კრეფვა? ყოველდღიური კონტაქტი სოკოსთან.

   ბუნებრივ პირობებში-ტყეში, სოკო მწიფობის საბოლოო სტადიაზე გამოყოფს სპორებს-სოკოს მტვერს, ნისლის სახით. რომლის დიდი რაოდენობით შესუნთქვა იწვევს სასუნთქი გზების პრობლემებს და შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგია. ჩვენ სოკოს ნაირსახეობას, რომელიც გამოყვანილია სოკოს დახურულ სივრცეში წარმოებისათვის ეს თვისება არ ახასიათებს და თქვენ შეძლებთ დაკრიფოთ სოკო ისე, რომ სოკოს მტვერი არ აქვს. ტრეინინგის დროს თქვენ შეისწავლით სოკოს მოყვანის და მოკრეფვის წესებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში სოკოს მტვერის მავნე გავლენა თქვენს ორგანიზმზე არ იარსებებს.

12. შეიძლება თუ არა მოვიყვანო სოკო დასახლებულ უბნებში და ხალხის საცხოვრებელთან ახლომდებარე შენობებში? ახასიათებს თუ არა სოკოს წარმოებას სპეციფიური სუნი?

   სოკოს მოყვანა საცხოვრებელთან ახლომდებარე შენობებში დასაშვებია და წარმოებას სუნი არ აქვს.

13. მაქვს სოკოს მოყვანის გამოცდილება. ადრე ვამზადებდი სოკოს კომპოსტს ოჯახის პირობებში. მოყვანილ სოკოს რელიაზიაც ვუკეთებდი ახლო მდებარე ბაზარში- ბითუმად. ამ საქმიანობას დავანებე თავი 2 წლის წინ. მინდა ისევ დავიწყო. რას მირჩევთ?

   გირჩევთ გაიაროთ ჩვენი კურსები. შეისწავლოთ როგორ მოიყვანოთ მარტივად სოკო ჩვენი ნედლეულის გამოყენებით. (თქვენ აღარ დაგჭირდებათ კომპოსტის წარმოება კუსტარულ პირობებში) გადაიანგარიშოთ რამდენი სოკოს რეალიზაციას მოახერხებთ ყოველკვირეულად და ამის მიხედვით დაგეგმოთ როგორ განაახლოთ თქვენი საწარმოს მუშაობა. გაანგარიშებაში და საწარმოს დაგეგმვაში უფასოდ დაგეხმარებიან ჩვენი სპეციალისტები.

14. რა გამოყენება აქვს “ნამუშევარ” კომპოსტის ბრიკეტს, იმის შემდეგ, რაც სრულად მოგვცა სოკოს მოსავალი?

   კომპოსტის ბრიკეტი იძლევა მოსავალს 6-7 კვირის განმავლობაში. მოსავლის სრულად მოკრეფვის შემდგომ ბრიკეტი შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ორგანული სასუქი საბაღბოსტნე ნიადაგის განოყიერებისათვის ან შესაძლებელია მოხდეს მისი უტილიზაცია მარტივი წესების დაცვით.

15. რომელი სოკო უფრო გემრიელი და უვნებელია, ტყეში გაზრდილი თუ ოჯახურ პირობებში მოყვანილი?

   სოკოს გემოვნური თვისებები განსხვავდება ჯიშის და ნაირსახეობის მიხედვით. ზოგიერთი ტყის სოკო მართლაც გამორჩეულად გემრიელია და მათი მოყვანა ოჯახურ მეურნეობებში არარეალურია. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი უნიკალური სოკოები მხოლოდ რამოდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება მოკრიფოთ ტყეში, გამორჩეულ ადგილებზე და ისიც შეზღუდული რაოდენობით. ტყეში გაზრდილი სოკოებიდან, მხოლოდ რამოდენიმე ნაირსახეობის საკვებად მოხმარებაა დასაშვები და ტყის სოკო ძალიან შერჩევით უნდა გამოვიყენოთ. ერთი და იგივე ნაირსახეობებს შორის ტყეში გაზრდილი და ოჯახურ პირობებში მოყვანილი სოკოს გემოვნური თვისებები ძალიან მსგავსია და ძნელად გაირჩევა ერთმანეთისაგან. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეკოლოგიური სისუფთავის და მავნე ნივთიერებების შემადგენლობის მიხედვით, ოჯახურ მეურნეობაში მოყვანილი სოკო გაცილებით უფრო სასარგებლოა ვიდრე “მიწის”. “მიწაზე” გაზრდილი სოკო შელაძლებელია შეიცავდეს მძიმე მეტალებს და სხვა მავნე ტოქსინებს, რომლების წვიმის წყალთან ერთად ხვდება ნიადაგში მანქანების გამონაბოლქვის თუ ინდუსტრიული საწარმოების ნარჩენების გამო. სამწუხაროდ საქართველოში უკვე ხშირია ნალექები სადაც ეს მავნე ნივთიერებები საგანგაშოდ მოჭარბებულია.



კონტაქტი:

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
579 05 04 58

ელ. ფოსტა:
info@kartulisoko.ge

სამუშაო საათები:
ორშ-პარ: 10:00-18:00

ჩვენი პროდუქციის "სოკოს ბრიკეტის" ღირებულების გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ბანკი : სს "ლიბერთი ბანკი"
SWIFT: LBRTGE22
ა/ა GE15LB0113127258734000
ან
ბანკი: სს "ბაზის ბანკი"
SWIFT:CBASGE22
ა/ა: GE40BS0000000074936599
ან
ბანკი : სს " საქართველოს ბანკი"
SWIFT: BAGAGE22
ა/ა: GE77BG0000000546313900

შენიშვნა: გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითეთ დასახელება: „სოკოს ბრიკეტი“ და სოკოს ბრიკეტების რაოდენობა.